LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: რასაც ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, სამარცხვინოა – ქვეყნის არევა არ გვინდა

134
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (12)

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მოწოდება მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ, აბსურდული და სამარცხვინოა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებების მიზანი საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება და მეორე ფრონტის გახსნაა.

44 ევროდეპუტატი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს: მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება

კობახიძის სიტყვებით, ხელისუფლება „არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“.

ზარქუა: პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს, სადაც ინფლაცია მაღალია, უამრავი გამოწვევაა

„ქალბატონმა გიული (ალასანია) რა გადაიხადა ერთი ასეთი, რომ ვერ ეშვებიან. საფუძველი არ არის, რომ პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იყოს რომელიმე სახელმწიფოში კი არა, კლინიკიდან კლინიკაშიც“

„მიშას გათავისუფლების შესახებ განცხადებების ავტორები ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან. გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილმა მოიფიქრა, რომ ყოველდღე აღარ კვდებოდეს, თუმცა რაღაც დროში, ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ბარგის, თავიდან ბოლომდე დადგმული იყო, გაგრძელებული პიარ კამპანიით, თითქოს დღეში 10-ჯერ კვდებოდა, ამის მიზანი სასჯელისგან მისი გათავისუფლება იყო

ეს ყველაფერი უბრალოდ არასერიოზული და სამარცხვინოა. რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არა უბრალოდ აბსურდული, არამედ სამარცხვინოა.

ამ ყველაფრის უკან კონკრეტული მიზანი დგას, რაც არის პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. ქვეყნის არევა არ გვინდა, ქვეყანაში მშვიდობა გვჭირდება. ჩვენ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები