LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე: „საინტერესო არ იყო არაფერი“

135
ing (6)

საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში საინტერესო  არაფერი არ იყო“.

„მივმართავ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას?“ – ზურაბიშვილი კობახიძეს

„მან რეალურად დაადასტურა ის გეგმები, რაზეც ვსაუბრობდით, აშკარად აპირებს ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა შექმნას, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან, დანარჩენი ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ მომავლის ქარტიის შეთავაზებას და თქვა, რომ ეს „მორიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსია“.

„სხვა არაფერია, ბუნებრივია, ამით ვერ ვიქნებით დაინტერესებული. ეს არის მისი საქმე. ვიღაცების მიზანია, სალომე ზურაბიშვილთან ერთად კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რაც ძალიან გაუჭირდებათ“,- თქვა მან.

პრეზიდენტი: გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას – შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“!

ირაკლი კობახიძის თქმითვე, „სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“.

„9 პუნქტის შესრულებისთვის ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე და არა სალომე ზურაბიშვილის წინაშე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ინტერესებს, საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს..

გახსოვთ მისი განცხადებები, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს საქართველო კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით“,- თქვა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმითვე, „ერთადერთი, ვისაც კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, თავად სალომე ზურაბიშვილია“.

„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებით, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებით გამოირჩევა. მან უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას სწორედ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. დღესვე, დეპუტატებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე წლიური მოხსენებით პრეზიდენტმა მიმართა.

რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება სალომე ზურაბიშვილმა – ვრცლად წაიკითხავთ აქ:

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს 

სალომე ზურაბიშვილი: პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი – ჩვენ ეს შევძელით! 

„ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია“ – სალომე ზურაბიშვილი

სლაიდზე ერთ-ერთ ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები