LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მათ შორის საელჩოების განცხადებებმა, გვარამიას მისცა საშუალება გაეძარცვა „რუსთავი 2“, სამწუხაროდ, დღესაც ​იგივეს ვხედავთ

109
BeFunky-collage (13)

„სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში ჩართულია ეს განცხადებაც და შეიძლება ამის უკან იდგეს ის რომ საელჩო არასწორად არის ინფორმირებული”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, გაეცნო თუ არა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შეფასებებს ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების განცხადებებმა 2017 წელს გვარამიას მისცა საშუალება, რომ „რამდენიმე მილიონით დამატებით გაეძარცვა რუსთავი 2“.

კობახიძე: ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები, თავისი არსით, არიან ანტიევროკავშირი

კითხვაზე მიიჩნევს თუ არა, რომ ამერიკა და ევროპა „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან, კობახიძემ განაცხადა:

„ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა 2017 წელსაც და ზუსტად იგივე განცხადებებმა, სამწუხაროდ, მათ შორის ეს იყო საელჩოების განცხადებებიც, მისცა გვარამიას საშუალება, რამდენიმე მილიონით გაეძარცვა „რუსთავი 2“. სახეზე დღესაც იგივე გვაქვს. რა დგას ამის უკან, არ ვიცი. ეს არის ფაქტი, მოცემულობა.

მძიმეა, როდესაც ამ კამპანიაში, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩართულია სამწუხაროდ, ეს განცხადებაც. არ ვიცი, შეიძლება ამის უკან იდგეს ის, რომ არასწორად არის ინფორმირებული. შეგვიძლია, დავიტოვოთ ამის იმედი. თუმცა, არ ვიცი, რა დგას ამის უკან. ფაქტი ერთია, 2017 წელს იმ კამპანიაში ჩართული იყვნენ უცხოელი ლობისტებიც და არა მარტო. მათ შორის, ამ განცხადებებმა და საელჩოების განცხადებებმა საშუალება მისცა 2017-2019 წლებში გვარამიას, დამატებით განეგრძო „რუსთავი 2“-ის ძარცვა.

დღესაც ვხედავთ სამწუხაროდ იგივეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია, ამას არ ვიტყვით და ვერ ვიტყვით. სამწუხარო მოვლენაა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტანტაცია, შეფასებაში ბუნებრივია, ვერ შევალთ. ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როდესაც გვარამიას მისცეს დამატებით, რამდენიმე მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც იყო მიმართული მედიასაშუალების და ტელეკომპანიის წინააღმდეგ.

მე ვამბობ ერთ რამეს. კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა. კანონი კანონობს ყველასთვის. ამ შემთხვევაში, კანონმა იკანონა გვარამიასთვის. მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ეს არის თან მედიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ის ძარცვავდა იმ ტელეკომპანიას, რომელიც იცოდა, რომ უნდა გადაეცა რამდენიმე თვეში კანონიერი მფლობელისთვის. ეს იყო გარიგება პრაქტიკულად მფლობელებსა და გენდირექტორს შორის. მათ იცოდნენ, რომ დასათმობი ჰქონდათ სამართლიანად ტელეკომპანია, რადგან უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს. დასაბრუნებელი კომპანია გაძარცვეს, 6.7 მილიონი ლარით, ამისთვის შეფარდებული აქვს სამნახევარი წელი, რაც ვფიქრობ, მთლიანად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე: გვარამია განასახიერებს კორუფციას, სიძულვილს, ზიზღს, ყველაფერ იმას, რაც არის ევროკავშირის საწინააღმდეგო მოვლენა

შეგახსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამავე თემაზე: 

იოსელიანი: შეიძლება ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს გულს ფხანდეს ვინმეს პატიმრობა, მაგრამ ერთ წრეზე სიარულმა და ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომამ, ბოლო 30 წელია, კარგი რომ არაფერი მოგვიტანა

სამადაშვილი: იმედი მაქვს, დღესვე გაერთიანდება საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად

იაგო ხვიჩია: სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე რომ ხალხი დაიჭიროთ, პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე და თანამდებობის პირი დასაჭერია

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები