LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „ხოშტარია-ჯაფარიძე ნომერ პირველი აგენტები და მონები არიან, მათი მცდელობა, ისრები სხვაზე გადაიტანონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული“ 

133
ing (3)

„მარტში იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომლის მიზანი იყო საიტის – ფარა.ჯი-ს ან აგენტი.ჯი შექმნა. მაშინ თქვეს, რომ სტიგმატიზაცია იყო საშინელება, უბედურება და ა.შ. ახლა ისინი ქმნიან Mona.ge-ს. სინამდვილეში, მთავარი მონა არის აგენტი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერების მიერ ახალი ვებპლატფორმის, „Mona.ge-ს“ შექმნას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნომერ პირველი აგენტები თავად ხოშტარია და ჯაფარიძე არიან“.

„შესაბამისად, ისინი არიან ნომერ პირველი მონები. რაც თავად აწუხებთ, ცდილობენ, ის გადაიტანონ სხვებზე. რა თქმა უნდა, პირველი მონები არიან ჯაფარიძე და ხოშტარია. თან საინტერესო რა არის? ხოშტარიას თითქოს ყველაფერ რუსულზე მძიმე რეაქციები აქვს და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებას იღებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი იმაზე მიუთითებს, რომ მართლა მონა და აგენტია.

მათი მცდელობა, რომ სხვაზე გადაიტანონ ისრები, წარუმატებლობისთვის არის განწირული. რევოლუციური გეგმის შემადგენელია – ადამიანების სტიგამტიზაცია, ადამიანების გაშავება. განსაკუთრებით აქცენტი კეთდება სამართალდამცველებზე, სასულიერო პირებზე. რატომ? ისინი ძირითადად ორ რამეს ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას.

ეს რევოლუციური გეგმის ნაწილია, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა შეარყიო ყველაფერი, რაც უკავშირდება ქვეყნის სიძლიერეს – სახელმწიფო და ეკლესია. ეს არის მათი რევოლუციური გეგმის ნაწილი და ეს ყველაფერი სახეზეა“, – ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, პარტიების, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერებმა ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ახალი ვებპლატფორმის პრეზენტაცია გუშინ, 12 ოქტომბერს გამართეს.

მათი განცხადებით, პლატფორმის მიზანი ონლაინ რეჟიმში „ქართული ოცნების“ რუსეთთან კავშირების, საარჩევნო დარღვევებისა და კორუფციული გარიგებების მხილებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები