LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე გვარამიას განაჩენის გადახედვის მოწოდებაზე: ჩვენთვის ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს

85
BeFunky-collage (2)

ჩვენთვის ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე ევროპარლამენტარის მოწოდებას „მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვის შესახებ.

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშში მომზადებული ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას  სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ, ხოლო გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ 

მისივე თქმით, როდესაც ნიკა გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა „რეზიდენტს“, ამასთან დაკავშირებით ამ „ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არცერთი შენიშვნა არ ჰქონიათ და კომენტარიც არ გაუკეთებიათ”.

„ესეც არის ოდიოზური ევროპარლამენტარების მორიგი განცხადება, რასაც ჩვენთვის პირადად არავითარი ფასი არ აქვს. შეგახსენებთ, რომ როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა „რეზიდენტს“, სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, ამასთან დაკავშირებით ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არცერთი შენიშვნა არ ჰქონიათ და კომენტარიც არ გაუკეთებიათ.

დღეს, ისინი ამ „რეზიდენტს“ სთხოვენ გვარამიას შეწყალებას, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის ყველაფრის დამახინჯება, რაც ქართულ პოლიტიკას უკავშირდება“,- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრად მოხსენიება სრულიად არარელევანტურია.

„გვარამია არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და შესაბამისად, სუბიექტურად არიან დაინტერესებულები იმით, რომ გვარამია სწორედ ასე მოიხსენიონ, როგორც პოლიტიკური პატიმარი. სინამდვილეში ყველამ იცის საქმე რაშიც იყო. კერძოდ, ეს ადამიანი ძარცვავდა ტელეკომპანიას, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 7 მლნ-ის ძარცვის პირობებში, ვინმეს პოლიტპატიმრად მოხსენიება სრულიად არარელევანტურია,“-აღნიშნა კობახიძემ.

დღეს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშს ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები დაემატა, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას შეეხება.

ევროპარლამენტარები: გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში

თითოეულ შესწორებას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. პლენარულ სხდომაზე კი აღნიშნულ მოხსენებაზე 12 დეკემბერს იმსჯელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები