LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე გიორგი მარგველაშვილს სპეკულაციაში ადანაშაულებს

66

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ, თბილისში, ორი დღის წინ ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას კიდევ ერთხელ  სპეკულაციაში ადანაშულებს.

 

“უშიშროების საბჭო არანაირ კავშირში არ არის ამ სპეცოპერაციასთან. პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქცია არის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა და ამ სფეროს მოწესრიგება. არ შეიძლება ყველა თემით სპეკულირება, მითუმეტეს ისეთი თანამდებობის პირისგან, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტი”, – აცხადებს კობახიძე.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიამიტური უწოდა იმ ადამიანთა განცდებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ასეთი სპეცოპერაციებისას არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში.