ესაა პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ ეს შევძელით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართული ოცნება“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდია, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე სიტყვებით, მათ მიერ მოპოვებული გამარჯვება არის “ქართული ოცნების” თითოეული წევრისა და მხარდამჭერის გამარჯვება.
“მადლობას ვუხდი პარტიის 40-ათასამდე წევრს ერთგულებისა და თავდადებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ამავე ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია”.