LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული პირი, რომლის გვარი „კ“-ზე იწყება

59
ესს

„გვარი „კ“-ზე იწყება” – ასე უპასუხა “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ვის მოიაზრებს ის ეჭვმიტანილ პირში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არღვევს ის უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაშინ როდესაც გამოძიება არ დასრულებულა, კობახიძემ უპასუხა, რომ მას კონკრეტული ადამიანი არ დაუსახელებია, კ-ზე კი მისი გვარიც იწყება.

„გვარი „კ“-ზე იწყება, დანარჩენს არ გეტყვით. მე არ მითქვამს ვინ არის ეს და კ-ზე ჩემი გვარიც იწყება, თუმცა მე არ ვარ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და პირი, რომლის გვარი კ-ზე იწყება, დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“,“- განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კონტრშეტევის მცდელობა უწოდა, რომელიც მისი თქმით, ვერ იქნება წარმატებული.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში შეიქმნება ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც საგამოძიებო სამსახურები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს ე.წ. ქოლ-ცენტრის საქმიანობის შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ფარულ მოსმენებთან და ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს.

გასულ კვირას, კი სუსის უფროსის ადვოკატებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ლილუაშვილი ლევან ხაბეიშვილსა და ორ ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები