LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: დელეგაცია იდეალურად დალაგდა – ენმ-ს წარმომადგენელი არ იქნება, „ომის პარტია“ „ბორდს“ მიღმა უნდა იყოს

84
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში წამსვლელი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა „იდეალურად დალაგდა“, რადგან მასში ენმ წარმოდგენილი არ იქნება.

„დელეგაციის შემადგენლობაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან“ – ენმ პარლამენტის თავმჯდომარესთან უკრაინის დელეგაციაში ყოფნაზე უარს ამბობს

კობახიძის თქმით, „ომის პარტია“ „ბორდს“ მიღმა უნდა იყოს.

„მე მგონია, რომ იდეალურად დალაგდა ყველაფერი. გუშინ იყო მათი საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა. ჩვენი შეთავაზება იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი და ამის შემდეგ გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი და პრინციპში, იდეალურად დალაგდა დელეგაცია. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც როცა მრავალპარტიულია ვიზიტი და ამავე დროს ენმ არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან სიმბოლური და ნიშანდობლივი.

„ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის პარტიაა, არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წარმოდგენილი… ძალიან კარგი „ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო. ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. მოხდა კიდევ ერთხელ ყველაფრის ლუსტრაცია. ომის პარტია უნდა იყოს „ბორდს“ მიღმა და ისინი დარჩნენ„ბორდს“ მიღმა.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.