პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება.
ირაკლი კობახიძემ შეაფასა სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი ე.წ. „წითელ ხაზებთან“ დაკავშირებით და განაცხადა:
„ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა ფერი პრეზიდენტმა, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, მათ შორის, იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, როგორც დღეს სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „როდესაც წითელ ხაზებზე ვსაუბრობთ, მთავარი საქართველოს კეთილდღეობაა“.
„ამაში იგულისხმება ყველაფერი – დამოუკიდებლობის დაცვა, სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა. ამაში, მათ შორის, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია იგულისხმება“, – თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა 2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ „ნელ-ნელა ფერისცვალება“ დაიწყო.
ამავე თემაზე:
„ეს 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა“ – სალომე ზურაბიშვილი 18 აპრილს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს
უსუფაშვილი პრეზიდენტს: ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით