LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში კეზერაშვილის პარტნიორები და „მარჯვენა ხელები“ დააკავეს, ყველას აკავებენ, მის გარდა, საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის „გლობალური ომის პარტიას“ მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს“

136
ing (4)

ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები და მარჯვენა ხელები. საინტერესო რა არის, კეზერაშვილის გარშემო ყველას აკავებენ, გარდა კეზერაშვილისა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე: დავით კეზერაშვილი, ეს ოლიგარქი რატომღაც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში

ირაკლი კობახიძის თქმით, „დავით კეზერაშვილი „გლობალური ომის“ პარტიას მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს“.

„გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი ვიღაცას, ვგულისხმობ „გლობალური ომის პარტიას“, მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს, კერძოდ, სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება.

აქედან გამომდინარე, მას ყველაფერი ეპატიება, ევროპელი პენსიონერების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებიც, რადგან მისი ხელით „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს, „ენჯეოებს“, მედიასაშუალებებს აფინანსებს.

ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი „გლობალური ომის პარტიის“ ხელში, ამიტომ ყველას აკავებენ მის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა, ვიდრე დასჭირდებათ, გამოიყენებენ, იხმარენ, როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება მისი პარტნიორების გზას გაუყენონ ,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე: კეზერაშვილი ცნობილი შარაგზის ყაჩაღია – ახლა გაკადნიერდა და BBC-ს უჩივლა, იმედი აქვს, ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც BBC-სთან დაკავშირებულ საქმეს განიხილავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები