LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ჩავატაროთ გამოკითხვა, ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა, რომ გაიხსნას „მეორე ფრონტი“.. რასაც ხალხი იტყვის, შეიძლება იმას გავყვეთ

51
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკრაინელ მაღალჩინოსნებს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შესაძლებელია გამოკითხვის ჩატარება და თავად საქართველოს მოქალაქეებისგან იმის გაგება, სურთ თუ არა მათ ქვეყანაში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას:

„სამწუხაროდ, უკრაინელი მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას და ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაში წარიმართება. ეს არის ღია გზავნილი. ალბათ, ეს გზავნილი საზოგადოების წინაშეც არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეგვიძლია გამოკითხვა ჩავატაროთ და ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას. რასაც ხალხი იტყვის, შეიძლება იმას გავყვეთ, ვნახოთ, ხალხმა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ეთანხმება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას „მეორე ფრონტის“ არგახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რადას დეპუტატმა ფიოდორ ვენისლავსკმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, აიძულონ ხელისუფლება, აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები