LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – ეს გადაწყვეტილება დამსახურებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს“

113
კობახიძე და აზარაშვილი

„ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში, უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრი იყო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იყო სერიოზული პრობლემები, რაზედაც ყოფილმა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა.

„ის მუშაობდა ამ პრობლემების დაძლევაზე, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ამ ყველაფერზე მუშაობა. ის პრობლემები, რაზეც საუბრობდა ზურაბ აზარაშვილი, მე პრობლემები დავინახე სხვა მიმართულებით. ეს იყო კომუნიკაციის პრობლემა. ამაზე გავამახვილე ყურადღება.

„ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა“ – ზურაბ აზარაშვილი

რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების, თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ, ეს გაგრძელდება ისეთივე რეჟიმში. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა. გაგრძელდება ისე, როგორც არის დაწყებული.

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ზურაბ აზარაშვილმა, როდესაც იყო ჯანდაცვის მინისტრი, მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი 2012 წლიდან მოყოლებული სწრაფად მზარდი სექტორია.

„კონკრეტული სექტორი როდესაც სწრაფად იზრდება, ამ შემთხვევაში – ჯანდაცვა, იქ ჩნდება რისკებიც, მათ შორის კარტელური გარიგებების, იზრდება არასწორი პროცესების რისკებიც. ზრდასთან ერთად ასეთი რისკებიც მატულობს. აქ საჭიროა მუდმივი ყურადღება.

კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ზურაბ აზარაშვილს, მან ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა არასწორი მიმართულებით არ განვითარებულიყო ჯანდაცვის სექტორი ჩვენს ქვეყანაში. არის რაღაც სპეკულაციური კითხვები, მაგრამ ამაში არ მინდა, შევიდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვი.

„სკანდალური აღსარება გამოუვიდა, აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა“ – რომან გოცირიძე

ზურაბ აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით.

აქედან გამომდინარე, ჩემ მიერ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს იმ დამსახურებას ზურაბ აზარაშვილს, რომელიც მას აქვს“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები