LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „არიან ადამიანები, ძირითადად „ნაციონალები“, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილები, რომლებსაც „ფეისბუკზე“ უყენიათ ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინის და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველოს დროშა“

120
ირაკლი კობახიძე

საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილებას იმის შესახებ, წინა წლის მსგავსად, რატომ არ არის გამოფენილი 26 მაისის ღონისძიებისთვის პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმიანება.

წულუკიანი: „საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს 26 მაისის ღონისძიებები, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ, ეჭვი მაქვს, ოპოზიციას ეს ძალიან ადარდებს“ 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 მაისი არის ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე ეროვნულ სიმბოლიკაზე უნდა იყოს აგებული:

„კიდევ ერთი, მორიგი ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია.. 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე.

ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი. არც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, არც მომდევნო წლებში არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული ამ შესაბამისი დღის გაფორმებაში, რადგან 26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ამ დღეს მხოლოდ სახელმწიფო ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება.

მე, პირიქით, მინდა გავიხსენო ერთი რამ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ძირითადად „ნაციონალები“, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც „ფეისბუკზე“ უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა.

ეს არის მათი დამოკიდებულება, ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოზე საქართველოს დროშა გამოსახული. ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზედაც საერთოდ არ არის კითხვა დასასმელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, მოქალაქეების პროტესტს მთავრობის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. ადმინისტრაციის განცხადებით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.

ამასთან, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად, თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობას ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. მათი განცხადებით, მსოფლიოს ქართველი ერის არჩევანი უნდა აჩვენონ.

„გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს.. ფაშიზმი დემოკრატიის სახელით“ – მდინარაძე 

„წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს, დასაფასებელია – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – მორგოშია 

ვიდეო: „წელს რომ არ არის ევროკავშირის დროშა, ამაზე რა პოზიცია გაქვთ?“ – პრეზიდენტი კითხვას უპასუხოდ ტოვებს