მოგეხსენებათ, დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეზერვები არ არის ადეკვატური და საჭიროა მათი ზრდა, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია ზოგადად, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც კობა გვენეტაძემ განმარტა, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს რაინე კონკრეტული ნიშნული ეროვნული ვალუტის, რომელზეც არის სწორება.
„ამავე დროს, ეს რეჟიმი არ გამორიცხავს ბაზარზე ინტერვენციებს და მაშინ, როდესაც შესაძლებელი არის, რომ ინტერვენცია გაკეთდეს ისე, რომ გაცვლითი კურსის მიმართულება არ შეიცვალოს, ეროვნული ბანკი ასეთ ინტერვენციას აუცილებლად განახორციელებს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეივსოს. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეზერვები არ არის ადეკვატური და საჭიროა მათი ზრდა, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.