კობა დავითაშვილის მეუღლე, ინგა ბიწაძე ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ იმ სიტუაციამ, რაც ახლა ქვეყანაშია, ძველი ტკივილები განუახლა:
„უზომოდ დაღონებული ვარ და ძალიან არ მომწონს ეს ამბები. მაინტერესებს, ახლა ამას როგორ შეაფასებდა, რას იტყოდა.
კი, მიშამ ბევრი დაგვიშავა, მაგრამ მაინც ქვეყნის სახეა და მებრალება. ნეტავ, კობა რას იტყოდა ამ ყველაფერზე-მეთქი, ვფიქრობ. ძალიან მტკივა, რადგან თითქოს ის მივიწყებული ამბები თავიდან გავიარე. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ქვეყანა კი ნორმალურ კალაპოტში ჩადგება…
"ყველაზე ირონიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში"
კობა დავითაშვილის შვილი: "დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია, მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია"
სააკაშვილი კობას გამო პირდაპირ ვერ დაადანაშაულეს, მაგრამ ამ საქმეზე ზურაბ ადეიშვილს დაუმძიმეს ბრალი და კობა ამის გამო ძალიან ნერვიულობდა. კობა არ ელოდა, რომ ზურაბ ადეიშვილი იქნებოდა მისი ცემის საქმეში ბრძანების გამცემი, რადგან ძალიან დიდ პატივს სცემდა. მიშასგან ყველაფერი ელოდა, მაგრამ ზურასგან – არა. მახსოვს, რომ გაიგო, როგორ შეხტა, რადგან არ ელოდა ამ ამბავს… ჩაიქნია ხელი…
ახლა გამოაცხადეს, სააკაშვილს ხელების ტრემორი აქვს და შეიძლება, ცუდი რამ დაემართოსო. კლინიკაში გადავიყვანოთო. ხელების ტრემორი კი არა, საერთოდ ვერ ვეხებოდი კობას, შეხებაზე ისეთი მწვავე რეაქცია ჰქონდა…
თვითონ ბევრად უკეთეს პირობებშია. რომ მოათრევდნენ, კობას სახლიდან საავადმყოფოში გადაყვანა გამახსენდა, როცა ათმა კაცმა ძლივს გამოიყვანა. ძალიან ცუდი საყურებელია სააკაშვილის ამბები და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბოროტება აქვს ჩადენილი, მაინც არ მინდა, ცუდი ვუსურვო. მაინც მინდა, კარგად იყოს და კანონის წინაშე აგოს პასუხი იმ დონეზე, რაც ნამდვილად ეკუთვნის…“