„თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე იხსენებს შემთხვევას, როცა მან და მისი ანსამბლის წევრებმა მონიკა ბელუჩის აღფრთოვანება შეძლეს:
„ეს ფოტო 2017 წელს არის გადაღებული, იტალიაში ერთ-ერთ ქალაქში გასტროლზე ვიყავით. გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩვენს კონცერტს მონიკა ბელუჩი დაესწრებოდა. რამდენიმე სიმღერა გვქონდა ნამღერი, დარბაზში რომ შემოვიდა. დაესწრო კონცერტს. „სულიკო“ რომ ვიმღერეთ, ცრემლებიც კი წამოუვიდა. მონიკა ბელუჩი ბავშვობაში ვის არ გვიყვარდა (იცინის)?! კონცერტის შემდეგ ფოტოები გადავიღეთ.
საქართველოს შესახებ რა იცოდა?
ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ აგვეხსნა და კარგად წარმოგვეჩინა. რა თქმა უნდა, საქართველოშიც დავპატიჟეთ. იმედია, გვეწვევა.