LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოალიციას და ალიანსს არავისთან ვაპირებთ: ანა ბუჩუკური 

58
ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიას კოალიცია და ალიანსი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ექნება.

ბუჩუკური არ გამორიცხავს, რომ ზეპარტიულ საკითხებზე შინაარსობრივად და ღირებულებების თვალსაზრისით თანამშრომლობა მოხდეს.

„კოალიციას და ალიანსს ნამდვილად არავისთან ვაპირებთ. ახლად დაფუძნებულ პარტიას გვაქვს გეგმა, რომელსაც მოვუყვებით. რაც შეეხება თანამშრომლობას, მნიშვნელოვან, ზეპარტიულ საკითხებზე შინაარსობრივი და ღირებულებების თვალსაზრისით თუ დავემთხვევით, ყველასთან შესაძლებელია. თუმცა, კოალიციას და ალიანსს ნამდვილად არავისთან ვაპირებთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები