სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გვენ სტეფანი თავის ჯგუფთან, No Doubt-თან ერთად „კოაჩელას“ 2024 წლის ფესტივალს შეუერთდება. სცენაზე ჯგუფი სრული შემადგენლობით წარდგება. ამის შესახებ ინფორმაცია გვენმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. ლაინაფში მითითებულია ჰედლაინერების სრული სიაც.
No Doubt-ის ჰიტმა Don’t Speak „იუთუბზე“ მილიარდ ნახვას მიაღწია
„კოაჩელა 2024“-ზე ისეთი არტისტები იმღერებენ როგორებიც, ლანა დელ რეი, Tyler, The Creator, Doja Cat არიან, ფესტივალის ბოლო ნაწილს კი თავად No Doubt დახურავს.
ფესტივალი სტარტს 12 აპრილს აიღებს და 21 აპრილს დასრულდება.
ზენდაიამ „კოაჩელაზე“ „ეიფორიას“ საუნდტრეკები შეასრულა და ფურორი მოახდინა