ტელეჟურნალისტი თამთა ასათიანი აქვეყნებს ფოტოებს იოსებიძის ქუჩიდან და წერს, რომ სამსახურიდან გამოსული კნუტის გადარჩენის ოპერაციას შეესწრო, რომელიც პატრულებმა ჩაატარეს. ამისთვის მას გზაც ჰქონდათ გადაკეტილი.
თამთა ასათიანი:
„გამოვედი სამსახურიდან, გზა გადაკეტილია, პატრული, უზარმაზარი სამაშველოს მანქანა და მაშველები? აღმოჩნდა, რომ კნუტი იყო გაჩხერილი ერთ-ერთ აივანზე და მის გადასარჩენად სპეცოპერაცია ჩატარდა! ❤ კნუტი გადარჩენილია – respect 112 Georgia“
კნუტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა გადაარჩინეს.