ბათუმში კლუბ „პონტის“ გრანდიოზული გახსნა იგეგმება. 22 ივლისს, 22:00 საათზე კლუბის პირველი ოფიციალური სტუმარი საკუთარ ექვსკაციან ბენდთან ერთად ირაკლი ფირცხალავა იქნება. მანამდე ერთი დღით ადრე, 21 ივლისს, არაოფიციალურ წვეულებაზე კლუბს გიორგი სუხიტაშვილი ესტუმრება, ასევე ბენდთან ერთად.
კლუბის გეგმებზე ლაინ-აფის ორგანიზატორი, ლევან სუხიტაშვილი გვესაუბრა.
„კლუბს აქვს ძალიან საინტერესო გეგმები. უახლოესი ლაინ-აფი თითქმის დადასტურებული გვაქვს, თუმცა წინასწარ არ მინდა თქმა. შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ „პონტში“ ყოველ კვირას უცხოელ შემსრულებლებსა და ისეთ დიჯეებს ვუმასპინძლებთ, რომლებიც საქართველოში აქამდე არ ყოფილან.
რაც შეეხება ოფიციალურ გახსნას, 22 ივლისს, კლუბი ირაკლი ფირცხალავას კონცერტით გაიხსნება. ის ექვსკაციანი ბენდით ჩამოდის და საინტერესო კონცერტს გვპირდება. მე პირადად არ მომისმენია მისი გამოსვლა ბენდის თანხლებით და ვფიქრობ, კარგი საღამო შედგება.
წინა დღეს, 21 ივლისს, კლუბში გიორგი სუხიტაშვილი იმღერებს ბენდთან ერთად.
რაც შეეხება ოფიციალურ გახსნას, ირაკლი ფირცხალავას კონცერტი საღამოს ათზე იქნება, თუმცა მანამდე საინტერესო სარეკლამო აქტივობები იგეგმება, მათ შორის, ირაკლის პომპეზური შემოსვლა ბულვარში.
ლაინ-აფის შესახებ მცირე ხანში სრულ ინფორმაციას მოგაწვდით“.