შაბათს, 17 ოქტომბერს, „ლივერპულის“ თავკაცის პოსტზე იურგენ კლოპის დებიუტი შედგება. გერმანელს დებიუტისთვის არც თუ მარტივი თამაში ერგო: იგი ახალი გუნდით ლონდონში მიდის, ბოლო დროს კარგად ათამაშებულ „ტოტენჰემთან“. ასეა თუ ისე, კლოპი დიდი ენთუზიაზმით ჩავიდა ნისლიან ალბიონზე და ისედაც უდიდესი ისტორიის მქონე გუნდში კიდევ ერთი გამორჩეული ფურცლის ჩაწერას გეგმავს.
აი რა თქვა კლოპმა, როდესაც ლივერპულში ჩაფრინდა, ლენონის აეროპორტში:
„დღევანდელი დღე ყველაზე კარგი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩემი ოცნებაა. ენფილდი – ყველაზე ისტორიული ადგილია ფეხბურთში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას რომ მენდო და მომცა შანსი გავმხდარიყავი „ლივერპულის“ მწვრთნელი. არცერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, სხვა შემოთავაზებები არც კი გადამიხედავს.”