ევროპალიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს “ელ კლოპიკოდ” მონათლული შეხვედრა იწვევდა: იურგენ კლოპი საყვარელ დორტმუნდში მშობლიური “ბორუსიას” წინააღმდეგ სათამაშოდ ჩავიდა და თან კიდევ ერთი ლეგენდით – “ლივერპულით”.
გერმანელმა სპეციალისტმა ინგლისში მისაღები ანგარიში წაიღო – 1:1.
36-ე წუთზე დივოკ ორიჯიმ გახსნა ანგარიში. მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრეს – ჰუმელსმა თავით გაიტანა.
მომენტების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. შანსები ალბათ თანაბარია და ბუნებრივია ყველაფერი ერთ კვირაში ”ენფილდზე” გადაწყდება.
დანარჩენ სხვა სამ შეხვედრაში ერთნაირი ანგარიში 2:1 დაფიქსირდა.
დორტმუნდი – ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 ორიჯი (36), 1:1 ჰუმელსი (48)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი – პიშჩეკი, ს. ბენდერი (76. პაპასტატოპულოსი), ჰუმელსი, შმელცერი – ვაიგლი – დურმი (46. შაჰინი), კასტრო, მხითარიანი, როისი – ობამეიანგი (77. პულიშიჩი)
ლივერპული: მინოლე – კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო – ჰენდერსონი (46. ალენი), ჯანი – ლალანა (77. ფირმინო), კოუტინიო, მილნერი – ორიჯი (84. სტარიჯი)
ბილბაო – სევილია 1:2
გოლები: 1:0 ადურისი (48), 1:1 კოლოძეიჩაკი (56), 1:2 იბორა (83)
ბრაგა – შახტარი 1:2
გოლები: 0:1 რაკიცკი (45), 0:2 ფერეირა (75), 1:2 ედუარდო (89)
ვილიარეალი – სპარტა 2:1
გოლები: 1:0 ბაკამბუ (3), 1:1 ბრაბეცი (45), 2:1 ბაკამბუ (63)
საპასუხო მატჩები 14 აპრილს ჩატარდება.