კლინსმანმა „ჰერტა“ 10 კვირაში დატოვა.
პიონტეკი წელიწადნახევარში მერვე მწვრთნელს მიიღებს.
„შალკე დააჯარიმეს 50 ათასი ევროთი „ჰერტასთან“ მატჩში რასიზმის გამო“.
კოუტინიომ „ბარსელონას“ აცნობა „ბაიერნში“ დარჩენის სურვილის შესახებ. ოღონდ ეგაა, რომ მიუნხენში ჯერ არ ჩამოყალიბებულან.
„ბარსამ“ დაადასტურა, რომ დემბელემ ოპერაცია გადაიტანა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ფრანგმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვოს.
„ბარსამ“ მოილაპარაკა ვილიან ჟოზეს ტრანსფერზე 35 მლნ ევროდ.
გვარდიოლა: „მომეცით „სიტიზე“ უარესი გუნდი და მე ვერ მოვიგებ“.
„რეალი“ დაინტერესებულია „ინტერის“ ბროზოვიჩით (La Repubblica).
კურტუამ მოიგერია ლა ლიგის სეზონში კარში წასული ბურთების 78.3%. 8 ტურის შემდეგ მხოლოდ 38% ქონდა.
იკერ კასილასი ესპანეთის ფედერაციის თავკაცობისთვის რუბიალესს შეებრძოლება.
„ატლეტიკოს“ ფრანშიზა გამოუჩნდა კანადაში – “ატლეტიკო ოტავა“.
„მანჩესტერმა“ ნებართვა ითხოვა „ოლდ ტრაფორდზე“ 1500 უსაფრთხო დასადგომი ადგილების მოწყობისთვის.
ადებაიორი პარაგვაის „ოლიმპიაში“ გადავიდა.
„რეალი“ და „იუვენტუსი“ დონარუმათი არიან დაინტერესებული. „მილანთან“ კონტრაქტი 2021 წელს მთავრდება.
„მილანი“ გააგდებს პიოლის თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება ან იტალიის თასს ვერ აიღებს.
შჩესნიმ „იუვენტუსთან“ 2024 წლამდე კონტრაქტი გააგრძელა.
მესის 4-წლიანი კონტრაქტი იტალიურ კლუბებს 350-365 მლნ ევრო დაუჯდებათ.