„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს კი 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მისივე თქმით, ბრალდებული ავთანდილ თათარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ბრალდების მხარე ავთანდილ თათარაშვილისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარემ კი 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ასევე, 3 პირი: საბადრაგო ჯგუფის უფროსი, ბადრაგი და ერთ-ერთი პატიმრის ძმა.
ინფორმაციისთვის, 1 ნოემბერს „ავერსის“ კლინიკაში სამედიცინო კვლევისთვის გადაყვანილი 3 პატიმარი გაიქცა. გაქცეული პატიმრების საქმეზე იმავე დღეს ბადრაგი დააკავეს.
ამავე თემაზე: