LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ – რა იცვლება 2025 წლიდან

151
ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2025 წლიდან ყველა კლინიკას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არის ჩართული, ექნება ვალდებულება, საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

“გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით სტანდარტების განსაზღვრა. დღეს იყო ერთ-ერთი ასეთი. წინა პერიოდში განვსაზღვრეთ რეანიმაციისთვის, მაგალითად, ახლა გვქონდა ქირურგიის სტანდარტი და ეტაპობრივად მივყვებით. ყველა მიმართულებას ექნება თავისი სტანდარტი, როგორც ოთახების მოწყობის, აღჭურვის, ასევე სხვადასხვა კომპონენტების. საბოლოოდ, 2025 წლიდან ჩვენ გვექნება უკვე ვალდებულება, ყველა კლინიკისთვის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არის ჩართული, საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, აქტიურად მივყვებით იმ გეგმას, რაც ამ მიმართულებით გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება კლინიკებში”, – განაცხადა აზარაშვილმა.

ფასის ზედა ზღვარი კიდევ 300-ზე მეტ მედიკამენტზე დაწესდა - ჯანდაცვის სამინისტრო

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება.

ჯანდაცვის მინისტრი წამლის ხარისხის ლაბორატორიის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის.

“შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება”, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები