LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკების ნაწილი, რომელიც კორონავირუსს ჰიბრიდულ რეჟიმში მართავდა, კოვიდპაციენტებს აღარ მიიღებს: თამარ გაბუნია

216
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკები, რომლებიც კორონავირუსს ჰიბრიდულად მართავდნენ, კოვიდპაციენტებს აღარ მიიღებენ სომატური, ანუ სხვა სახის პრობლემების მართვას დაუბრუნდებიან.

როგორც გაბუნიამ განმარტა, ამის მიზეზი ისაა, რომ მიმდინარე პერიოდში სხვა დაავადებების სიმწვავე და მათი მართვის აუცილებლობა გამოიკვეთა.

მისივე თქმით, კოვიდის სამართავად ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული დარჩება 8 000-მდე საწოლი, რაც მზარდი შემთხვევების პირობებში კორონავირუსის სამართავად საკმარისი იქნება.

„რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული დარჩება 8 000-მდე საწოლი. საწოლების ნაწილი დაუბრუნდება სომატური შემთხვევების მართვას, რადგან მიმდინარე პერიოდში, აშკარად გამოიკვეთა არა კოვიდ პრობლემების სიმწვავე და მართვის აუცილებლობა.

ამდენად, კლინიკების ნაწილი, ვინც ჰიბრიდულ რეჟიმში ახორციელებდნენ კოვიდის მართვას, დაუბრუნდება სომატური, ანუ სხვა პრობლემების მართვას, რომელიც არ არის დაკავშირებული კოვიდ მიზეზებთან.

ვფიქრობთ, რომ 8 000 საწოლი საკმარისია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მზარდი შემთხვევების პირობებში, გავუმკლავდეთ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას“, – თქვა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები