LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკაში ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი

115
543

ციციშვილის კლინიკაში 175 კოვიდსაწოლიდან  122  დაკავებულია. ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია, ორის მდგომარეობა კი მძიმეა.

ბავშვთა ინფიცირების წყარო ძირითადად აუცრელი მშობლები სახელდებიან.

„კლინიკაში მომართვიანობა მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება. კლინიკა გაშლილია 175 კოვიდსაწოლზე და აქედან 122 საწოლი დაკავებულია. 17 პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება. ორის მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად მძიმედ და შესაბამისად იმყოფებიან აპარატზე.

ბავშვებში როგორც ვიცით კოვიდი მსუბუქად აღარ მიმდინარეობს და საკმაოდ გამოხატული კლინიკური სიმპტომებით არიან. კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მშობლებიდან მხოლოდ შვიდია ვაქცინირებული“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 890 813 შემთხვევაა დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები