LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკაში ინტენსიური საწოლების რაოდენობა არის, პრობლემა გვაქვს ბინაზე მართვის – “ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის” თავმჯდომარე

288
unnamed

„საქართველოში ჯანდაცვა არ არის ჩამოშლილი“,- ამის შესახებ „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოში ბევრი ჰოსპიტალი და საწოლფონდია, თუმცა ის პრობლემები, რომელიც ჩანს არის პირველადი ჯანდაცვის რგოლის, რომელიც არ იყო განვითარებული.

„37%-ით გვაქვს ჰოსპიტლებზე ზეწოლა, იმიტომ რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი არ იყო განვითარებული, აქ არის პრობლემა და არა ჰოსპიტალურ სექტორში.

უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას რეანიმაცია და ჟანგბადი არ სჭირდება. ეს ისტერიკაც სამართავია, კომუნიკაციაა გასასწორებელი.

კლინიკაში ინტენსიური საწოლების რაოდენობა არის, პრობლემა გვაქვს ბინაზე მართვის“,-განაცხადა ნინო კობახიძემ.

“ჩვენი საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურეობა შეიძლება” – ეკატერინე ტიკარაძე

დღეს კორონავირუსის მართვის  პროცესში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე შეხვედრა გამართა.

ანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრისას განაცხადა, კოვიდ-სასტუმროებში მობილიზებულია საკმაოდ ფართომასშტაბიანი  საწოლფონდი, რომელიც აღჭურვილია ჟანგბადის კონცენტრატორებით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.