LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კლინიკას დღეს 9 პაციენტი დატოვებს, უარყოფითი დინამიკა არცერთთან არ შეიმჩნევა” – ლევან რატიანი

109
193ac3dc-0a18-4333-b5b3-d12b550a66af-640

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ დროისათვის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების უმრავლეს შემთხვევებში უარყოფითი დინამიკა არ შეიმჩნევა. ლევან რატიანის განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში სულ 8 პაციენტია მოთავსებული, რომელთა შორის 6 ფილტვის ხელოვნულ ვენტილაციაზეა. რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ზოგიერთთან შეიმჩნევა დინამიკის გაუმჯობესება და ემზადებიან ხელოვნური სუნთქვის აპარატის მოსახსნელად.

“უარყოფითი დინამიკა არც ერთ პაციენტთან არ შეიმჩნევა. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 6 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. ყველა მათგანი უარყოფითი დინამიკის გარეშეა. ზოგიერთ მათგანთან გამოხატულია დადებითი დინამიკა და ემზადებიან ხელოვნური ვენტილაციის მოსახსნელად და იმედია ეს მალე მოხდება”, – აცხადებს ლევან რატიანი.

მისივე ცნობით, კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ რამდენიმე ანალიზია გაგზავნილი და პასუხებს ელოდებიან. ლევან რატიანი აცხადებს, რომ საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროის მონაცემებით სულ 106 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 91 კოვიდინფიცირებულია. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 82 პაციენტი. კლინიკას დღეს 9 პაციენტი დატოვებს.