სათვალე არის თვალის ყავარჯენი, რომელიც დახმარების ნაცვლად, თვალს რეალურად მხედველობის გაუმჯობესებაში არ ეხმარება. ამის შესახებ ”ფორტუნას” თვალის კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები-მაგო“-ს ხელმძღვანელმა, პროფესორმა, 12 გამოგონების ავტორმა, ევროპელ ოფთალმოლოგთა საბჭოს წევრმა მაკა გოგიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თვალის დაავადებების მკურნალობა მათ კლინიკაში დროით გამოცდილი მეთოდით- მაგოთერაპიით ხორციელდება.
”მაგოთერაპია არის ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) მეთოდი, როდესაც ინოვაციური აპარატურით ჩვენ ვაღორძინებთ ორგანიზმის ფარულ რესურსებს, რის შედეგადაც დაუჯერებლად მოკლე დროში (პროცედურიდან ერთ საათში ) პაციენტს ემატება მხედველობა, ქირურგიის და მედიკამენტების გარეშე. რაც ნიშნავს, რომ მაგოთერაპიით მკურნალობა, ავტომატურად გამორიცხავს გვერდით მოვლენებს, გართულებას, ალერგის, რისკს და სხვა. მაგოთერაპია დაცულია ქართული, რუსული და ევროპული პატენტებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს მაგოთერაპიის აღიარებას, მის უვნებლობასა და უსაფრთოებას”, – აღნიშნა კლინიკის ხელმძღვანელმა, მაკა გოგიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თვალის კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები-მაგო“-ში მკურნალობენ ისეთ დაავადებებს,რომელთა განკურნებაც არსებული მეთოდებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ესენია: ამბლიოპია (გაზარმაცებული თვალი), სიელმე, ასტიგმატიზმი, შორსმხედველობა, ბადურის თანდაყოლილი ატროფიულ-დისტროფიული პროცესები, ნისტაგმი, გლაუკომა და სხვა.
”სხვა ოფთალმოლოგიური კლინიკებისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ერთადერთი კლინიკა, რომელიც უარყოფს სათვალეებსა და ლინზებს. რადგან, ჩვენმა მრავალწლიანმა სამეცნიერო კვლევების ანალიზმა, რომელიც 1990 წლიდან მოსკოვის თვალის მიკროქირურგიულ კომპლექსში აკადემიკოს სვიატოსლავ ფეოდოროვის ხელმძღვანელობით ტარდებოდა, მოგვცა საშუალება,რომ დაგვემტკიცებინა სათვალე არის თვალის ყავარჯენი, რომელიც ნაცვლად დახმარებისა და მკურნალობისა, თვალს დათვურ სამსახურს უწევს. სათვალე მსგავსად ყავარჯნისა, მხოლოდ ეხმარება თვალს უკეთ დაინახოს, მაგრამ არანაირად არ მკურნალობს მას. ამიტომაც, სათვალის გაკეთებისას წლების განმავლობაში მხედველობა კლებულობს, ხოლო სათვალის ზომა კი მატულობს, რაც სამწუხაროდ უამრავ ადამიანს შეუძლია დაადასტუროს”, – განმარტა ევროპელ ოფთალმოლოგთა საბჭოს წევრმა.
მისივე თქმით, მაგოთერაპიით მკურნალობას, არ გააჩნია გართულებები და გვერდითი მოვლენები.
”ადამიანის ორგანიზმს ამოუწურავი რესურსი გააჩნია, რომლის გამოკვლევა და აღორძინება დღეს რეალური გახდა. პირველივე გამოკვლევისას, მხოლოდ ჩვენთან არსებული მეთოდიკით, ჩვენ გარდა დიაგნოზის დასმისა, ვაძლევთ პაციენტს პროგნოზს, (97% სიზუსტით), თუ რა რესურსი გააჩნია მის ორგანიზმს, ანუ რამდენად მოემატება მას მხედველობა მაგოთერაპიიდან ერთ საათში, რომელსაც შემდგომ ესაჭიროება გამყარება 5 ან 10 დღის განმავლობაში. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მაგოთერაპიით მკურნალობისას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც პაციენტის ასაკს და არც დაავდების ტიპს და მის ხანგრძლივობას. ამიტომ არის გრძელი იმ დაავადებათა ნუსხა, რომელსაც საკმაოდ წარმატებულად ვმკურნალობთ ჩვენს კლინკაში. გავმეორდები და ვიტყვი, რომ მაგოთერაპია არის 100% უვნებელი და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდი”, – განუცხადა ”ფორტუნას” მაკა გოგიაშვილმა და აღნიშნული მეთოდით მკურნალობის რამდენიმე უპირატესობაზე აღნიშნა:
1. მაგოთერაპია აბსოლუტურად გამორიცხავს ნებისმიერ გვერდით მოვლენებს , გართულებას, რისკს და სხვა ნებისმიერ უარყოფით გავლენას ორგანიზმზე, რადგან არ შეგვყავს მედიკამენტი და არ ვატარებთ ოპერაციას;
2. მაგოთერაპიით მიღებული შედეგი სტაბილურია 15 წელი და მეტი, რაც დადასტურებულია სამეცნიერო, ფოტო და ვიდეო მასალით ვებ-გვერდზე www.mago.ge
3. მკურნალობა მაგოთერაპიით უმტკივნეულო და უსაფრთხოა.
4. მაგოთერაპიით მკურნალობისას არ აქვს მნიშვნელობა პაციენტის ასაკს, დაავადების ტიპს, ან მის ხანგრძლივობას;
5. მაგოთერაპია ბუნებრივი, ფიზიოლოგიური პროცესია;
6. მაგოთერაპია ეფექტურია მრავალჯერ უშედეგოდ ოპერირებული თვალისთვის;
7. მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღე, 1 ან 2-3 საათი ამბულატორიულად, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მეთოდის ფიზიოლოგიურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება შესაძლებელია 3-6-9 თვიანი ინტერვალით, სასურველი შედეგის მიღებამდე;
8. ტესტირების მეშვეობით პირველივე გასინჯვისას, ჩვენ 97% სიზუსტით პაციენტს ვაძლევთ პროგნოზს, თუ რამდენად მოემატება მხედველობა მკურნალობის შემდეგ;
9. მხედველობის გაუმჯობესება მიიღწევა 85% შემთხვევაში, ხოლო მხედველობის მთლიანი აღდგენა 56% შემთხვევაში;
10. მაგოთერაპიიას ეფექტურად კურნავს თვალის დაღლილობას.