გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახო ბარამაშვილი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატები შუამდგომლობას, კლინიკა „იმედის“ ინვენტარის დათვალიერების თაობაზე აყენებენ.
როგორც ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა რადიო “ფორტუნას” განუცხადა აუცილებელია გაირკვეს, აქვს თუ არა კლინიკას პოსტვაქცინაციითვის შესაბამისი ინვენტარი, რათა ცნობილი იყოს ვაქცინაციის შემდეგ, რამდენად დროულად გაეწია მეგი ბაქრაძეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა
შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ
“ცოლი მომიკალით” – გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომელს დაუპირისპირდა