LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლაუდიო რანიერის იტალიაში ყველაზე დიდი ჯილდო მისცეს

40

კლაუდიო რანიერი იტალიის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვეს.
”ლესტერის” მთავარი მწვრთნელი ორდენს თვით იტალიის პრეზიდენტის სერჯიო მატარელის ხელიდან მიიღებს.
რანიერი დააჯილდოვეს ”იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის”. ეს ყველაზე მაღალი ჯილდოა იტალიაში.

იტალიელ სპორტსმენებს შორის ამ ორდენით სხვადასხვა დროს დაუჯილდოებიათ ოლიმპიური ჩემპიონი სიმაღლეში ხტომაში სარა სიმეონი, ველომრბოლელი ჯინო ბარტალი, იტალიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი სილვიო პიოლა, ალპინისტი რაინჰოლდ მესნერი.

რა შეხსენება გინდათ, რომ კლაუდიო რანიერი წელს ”ლესტერთან” ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა, რაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები