მწვრთნელების ასოციაციამ ”ლესტერის” თავკაცი კლაუდიო რანიერი სეზონის საუკეთესოდ მწვრთნელად დაასახელა.
იტალიელს კონკურენტი არ ყოლია.
ამის შესახებ League Managers Association ოფიციალური საიტი იუწყება. პრეტენდენტები ასევე იყვნენ მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი), სლავენ ბილიჩი (ვესტ ჰემი) და ედი ჰოუ (ბორნმუთი).
64 წლის რანიერიმ პირველად მოიგო ჩემპიონის ტიტული.
ფრანგი არსენ ვენგერის შემდეგ რანიერი გახდა მეორე მწვრთნელი დიდი ბრიტანეთის მიღმა, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო.