LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში გაიმართება

music

18-24 დეკემბერს, პროექტის  – „კლასიკური მუსიკის  კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში,  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ოთხი კონცერტია დაგეგმილი.

პროექტი კლასიკური მუსიკის  ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პატნიორობით ხორციელდება.

18 დეკემბერს, კონცერტების ციკლს თბილისის გოგონათა გუნდის (ხელმძღვანელი ომარ ბურდული) მონაწილეობით ცნობილი სოპრანო ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ტიფანი აბანი გახსნის. შესრულდება ე.წ. საშობაო მუსიკალური პროგრამა.

20 დეკემბერს ტრიო „გაონი“ მიუნჰენიდან ქართველ მსმენელს კამერული მუსიკის კონცერტს შესთავაზებს.

22 დეკემბერს კი, გაიმართება საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ამერიკელი პიანისტის ენდრიუ ტაისონის მონაწილეობით – პიანისტი არაერთი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოს მფლობელი და  კონკურსის ლაურეატი, მათ შორის, 2015 წელს, გეზა ანდას სახელობის (შვეიცარია) პიანისტთა საერთაშორისო  კონკურსის გამარჯვებულია.

პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება, სწორედ ამიტომ, ციკლის ბოლო, მეოთხე კონცერტი 24 დეკემბერს  საბჭოთა ოკუპაციის დარბაზში ჩატარდება.

კონცერტში მონაწილეობენ ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, ვენიავსკის სახელობის (ვარშავა) მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩასატარებლად ისეთ  არატრადიციულ, ალტერნატიულ სივრცეებს, როგორიცაა ამორტიზებული ფაბრიკები, ქარხნები, მუზეუმები, გალერეები და ა.შ.  უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიოს არაერთი მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ქვეყანაში იყენებენ.  მიზანი,  ერთი მხრივ, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი, მსმენელთა  მოზიდვაა საზოგადოების იმ ფენებიდანაც, რომლებიც იშვიათად დადიან ტრადიციულ საკონცერტო დარბაზებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები