LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლასიკური Lincoln Zephyr ბეტმენის ავტომობილად გადააქციეს

167

რარიტეტული Lincoln Zephyr, რომელიც 1939 წელს არის აწყობილი, ბეტმობილს დაამსგავსეს. ის 25 ივნისს RM Sotheby’s-ის ვაჭრობისას გაიყდება. მოდელი სიგრძესა და სიგანეში შესამჩნევად ”გაიზარდა”, მიუხედავად მნიშვნელოვანი განახლებისა, ავტომობილმა თავდაპირველი იერიც შეინარჩუნა. ინეტრიერში Lincoln Zephyr-ის ორიგინალი მოწყობილობათა პანელი დატოვეს, სავარძლებმა და წინა ნაწილმა კი შავი მოპირკეთება მიიღეს.

ავტომობილის ტექნიკურ მხარეზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ორიგინალი მოდელი 4,4, ლიტრიანი  V12 ძრავით იყო აღჭურვილი და 110 ცხენის ძალას ავითარებდა.

პრესაში წერენ, რომ ავტომობილი ამერიკელ მილიონერს, ბარი ვაისს ეკუთვნის და Lincoln Zephyr-ის აუქციიონზე გაყიდვას სწორედ ის გეგმავს.

უიშვიათესი მოდელის ფასი 400 000 დოლარამდე აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები