მადრიდის „რეალმა“ პრიმერას ერთპიროვნულ ლიდერს და დიდებულ ფორმაში მყოფ წაუგებელ „ბარსელონას“ მისავე „ნოუ კამპზე“ მოუგო (2:1). ბოლო ელ კლასიკომ ახალი სტატისტიკა და თეზისები წარმოშვა. აი ისინიც:
1. ზიდანი – პირველი მწვრთნელია ბერნდ შუსტერის (2007) შემდეგ, რომელმაც სადებიუტო კლასიკო მოიგო;
2. ბეილიმ, ბენზემამ და რონალდომ პირველად მოიგეს კლასიკო, როდესაც სამივე ერთად თამაშობდა;
3. „რეალმა“ „ბარსას“ ართმევებში აჯობა – 21 14-ის წინააღმდეგ;
4. უკვე წარმოიშვა თეორია: „ბარსას“ უფრო მეტი ფეხბურთელი ყავდა სამხრეთ ამერიკაში სანაკრებოდ მივლენილი. მათ დიდ მანძილზე იფრინეს, დაიღალნენ და ამიტომ ჩააგდეს მატჩის ბოლო ნაწილი;
5. MSN-მ ჯამში შვიდჯერ დაარტყა, ВВС – 13-ჯერ;
6. ზიდანი – მესამეა (დი სტეფანოს და დელ ბოსკეს შემდეგ), ვინც „კამპ ნოუზე“ „რეალთან“ ერთად იგებდა როგორც მოთამაშე და როგორც მწვრთნელი;
7. თუ „ბარსა“ შინ აგებს „ბლანკოსთან“, მაშინ ტიტული ხელიდან ეცლება. ეს აქსიომა მხოლოდ ერთხელ დაირღვა, 1928/29 წლების სეზონში. ამ წუთისთვის „ბარსა“ „ატლეტიკოს“ 6, ხოლო „რეალს“ 7 ქულით უსწრებს.
8. ახლა ელ კლასიკოში ანგარიში 93:91-ია „სამეფო კლუბის“ სასარგებლოდ;
9. „რეალის“ ბოლო ქამბექი „ნოუ კამპზე“ 1965 წელს იყო (ასევე 2:1);
10. „ბარსელონას“ წაუგებელი სერია უდიდესი იყო ესპანეთის ისტორიაში, თუმცა ის უკვე წარსულს ჩაბარდა.
https://www.youtube.com/watch?v=okPnx4DARaw