თანაკლასელის დაჭრაში ბრალდებული მოზარდი პროცესიდან გაათავისუფლეს. სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
17 წლის მოზარდი გაუსვლელობის ხელწერილით და სათანადო მოქცევაზე შეთანხმების პირობით გაუშვეს. ბრალდებულს გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებოდა.
ბრალდებულის ადვოკატის იოსებ გაბარეავის განცხადებით, სასამართლომ ძალიან სწორი, სამართლიანი და მოზარდის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება მიიღო.
შემთხვევა კასპში, 28 თებერვალს მოხდა. თანაკლასელის დაჭრაში ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.