LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლასელები და მეგობრები იყვნენ“, „ღმერთს მართლა კარგები მიჰყავს თავისთან“ – იგოეთთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპულებს მეგობრები ემშვიდობებიან

710
Untitled design (3)

23 ივლისს, კასპი-იგოეთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა – გიორგი წიკლაური, გიორგი ჯანჯალაშვილი და გიორგი ხუციშვილი.

სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს მათი მეგობრები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი წიკლაური, გიორგი ჯანჯალაშვილი და გიორგი ხუციშვილი კლასელები და მეზობლები იყვნენ.

„ჩემო კეთილო მეგობარო, ეს რატომ, რატომ.. ცრემლებისგან ვერ ვიცლები, რატომ გიო? ეს არის მალე შევიკრიბოთო, ეს არის შენი დაპირება? რა გვიქენი ბიჭო“, – წერს გიორგი ხუციშვილის მეგობარი.

„ღმერთს მართლა კარგები მიჰყავს თავისთან. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული გიო, ძალიან დამწყდა გული“..

„ეს რა გაგვიკეთე გიო, ნათელში იყოს შენი კეთილი სული, როგორ მენანები ამ ცივი მიწისთვის“..

„ჩემს ტკბილ მოგონებად დარჩები ჩემო ანგელოზო. ნათელში იყოს შენი სპეტაკი სული ჩემო ტკბილო“ – წერენ გარდაცვლილი გიორგი ხუციშვილის მეგობრები.

„რა საშინელებაა. გული მტკივა ძალიან, ჩემო ლამაზო ბიჭო, ვერ ვიჯერებ“ – წერს ავარიის დროს გარდაცვლილი კიდევ ერთი ახალგაზრდის – გიორგი ჯანჯალაშვილის მეგობარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები