LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლარქსონმა „ერთფეხა“ ჰამონდს ოფისში მუშაობა შესთავაზა

106

კლარქსონმა „ერთფეხა“ ჰამონდს ოფისში მუშაობა შესთავაზა. The Grand Tour-ის წამყვანმა დაშავებული მეგობრისთვის ახალი საქმიანობა მოიფიქრა. შოუმენის განცხადებით, მას ბევრი ადამიანი მიმართავს კითხვით თუ რა ბედი ეწევა ჰამონდს ავარიის შემდეგ და შეძლებს თუ არა ის თავისი მოვალეობების შესრულებას. რიჩარდი უახლოესი რამდენიმე თვე ავტომობილის მართვას ვეღარ შეძლებს, ამიტომ შეუძლია ოფისში გადაინაცვლოს. საქმე ისაა, რომ გოგონა რომელიც ყავას ადუღებდა შვებულებაში გავიდა და წამყვანი მის ფუნქციებს შეითავსებს. კლარქსონმა ასევე დაამატა, რომ ამჟამად ჰამონდი შვეიცარიის ალპებში ბრძანდება და სიმპატიური ექთნები მის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ჰამონდი ელექტრო სუპერქარ Rimac Concept one-ს ცდიდა, როდესაც მართვა დაკარგა და გზიდან გადაფრინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები