LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლარქსონის შოუს მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

14

შოუ „Top Gear“, რომელიც „Top Gear“-ის ყოფილმა წამყვანებმა – ჯერემი კლარკსონმა, რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმ შექმნეს – amazon-ის ინტერნეტ-პორტალზე ოქტომბრის თვეში გამოჩნდება. როგორც მეიმ განაცხადა, მათ მეორე სეზონზე თითქმის იგივე თანხა დახარჯეს, რაც პირველ სეზონზე და ზოგადად შოუ საკმაოდ ძვირადღირებულია.

იმისათვის, რომ გადაღებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული, გადამღები ჯგუფი ბევრს მოგზაურობს და თან ამავდროულად ხარისხის შენარჩუნებასაც ცდილობს. როგორც ცნობილია, ავტომოყვარულთა რჩეული გადაცემის კონცეფცია არ შეცვლილა, თუმცა გარკვეული სიახლეები არის და ამ ყველაფერს მაყურებელი თავად შეაფასებს.

შეგახსენებთ, რომ „The grand Tour“-ის პირველი ეპიზოდი 2016 წლის 18 ნოემბერს გამოვიდა და მოგვიანებით მას კიდევ 12 სერია დაემატა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები