LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლარკსონმა, ჰამონდმა და მეიმ პორნოსაიტის საავტომობილო ანალოგი შექმნეს

23

”The Grand Tour”-ის წამყვანებმა ჯერემი კლარკსონმა, რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმ საკუთარი საავტომობილო სოციალური ქსელი, სახელწოდებით DriveTribe აამუშავეს. როგორც ქსელის ამუშავებამდე კლარკსონმა განაცხადა, პროექტის იდეას ვერაფრით ხვდებოდა, სანამ ჰამონდმა არ აუხსნა, რომ ”ეს არის ისეთივე როგორც YouPorn, თუმცა, ავტომობილების შესახებ”.

ავტოშოუს პირველი სერია ”The Grand Tour” სერვის ”Amazon Prime”-ზე 18 ნოემბერს გავიდა და ის ”ამაზონის” ყველაზე პოპულარული გადაცემა გახდა.

რაც შეეხება სოცქსელს, ის ავტომობილისტების ”კლანებს” გააერთიანებს, კლანები თემატური პრინციპის მიხედვით იქმნება და შესაძლოა ცალკეულ პიროვნებას, კომპანიას, მოვლენას, კონკრეტულს მოდელს ან სხვადასხვა ინტერესებს ეხებოდეს.

პირველად ”DriveTribe”-ის შესახებ 2016 წლის აპრილში გახდა ცნობილი. გარდა აღნიშნული სამეულისა, ”Drivetribe”-ის დამაარსებლები ”The Grand Tour”-ის პროდიუსერი ენდი უილმანი და ერნესტო შმიტი არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები