აჩიკო გულედანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს, მარიამ გულედანს საჯაროდ მიმართავს.
როგორც ცნობილია, მარიამმა „ტვ პირველის” შუადღის გადაცემის ეთერში ჰაგიოგრაფიის, კონკრეტულად კი გრიგოლ ხანძთელის შესახებ ისაუბრა.
„ერთი ამბავი აგიტეხავს, შულო))
სანამ ჰაგიოგრაფიაზე, სწავლების მეთოდებზე, ან ისტორიის ცოდნის აუცილებლობაზე მეასედ დავილაპარაკებთ მე და შენ, ბარემ საჯაროდ გეტყვი.
კითხვების დასმის არ მოგერიდოს, არც “სხვა რას იფიქრებს” მაგის რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ იცოდე. მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის რასაც ფიქრობ.
არ არის მარტივი ეგ, მაგრამ “ჩვენ” რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ. მოკლედ, შენ გზაზე იარე მამუს. ისეც და ასეც სულ შენთან ვარ, ან ასტამით, ან ასტამზე”, – წერს აჩიკო გულედანი.
ცნობისათვის, მარიამმა „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემის ეთერში ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებზე საუბრის დროს განაცხადა:
„მომეწონა აბო და შუშანიკი, მაგრამ გრიგოლ ხანძთელის წაკითხვისას რა დროც დავხარჯე, მინდა ვინმემ დამიბრუნოს, იმიტომ, რომ მაგას ვერავინ დამიბრუნებს. მგონია, რომ მაგის წაკითხვა არავის არაფერში გამოადგება, ეს ყველაფერი შეიძლება ისწავლო ისტორიაში, პარაგრაფში.
რაიმე რთული კი არ არის, ბავშვებს ასწავლიან და აზეპირებინებენ. მე გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურულ ღირებულებას ვერ ვხედავ, კი ბატონო, ისტორიულად საინტერესოა და ისტორიაში ისწავლე, უბრალოდ მისი მხატვრული ღირებულება ჩემთვის ნულის ტოლია, თორემ შუშანიკი და აბო პერსონაჟები არიან, საინტერესოა… გრიგოლ ხანძთელი არ მგონია, რომ საინტერესო საკითხავია, უბრალოდ უნდა წაიკითხო, რომ ისტორია იცოდე, რა მოხდა“.