LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კითხვა, რომელსაც ყველა პატარას მშობელი სვამს: „კიდევ სად იტანჯებიან ისეთი ვირუსებით, როგორც ქართველი ბავშვები?“

89

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ნინა კობახიძე, რომელიც ახალ სადაზღვევო კომპანიას ჩაუდგა სათავეში, საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, რომელიც ალბათ, ყველა მშობელს აწუხებს საქართველოში.

„სადმე დევს კვლევა, თუ იცით, ისეთი ვირუსებით, როგორიც ქართველ, კონკრეტულად კი თბილისელ ბავშვებს აქვთ, მსოფლიოს რომელი ქალაქის ბავშვები იტანჯებიან კიდევ ასე ზამთრის თითქმის ყველა თვეში? მართლა მაინტერესებს, იქნებ გქონდეთ ვინმეს ჩატარებული… ამ რისკების შემცირებისთვისაც დავგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს. „მედიკლაბი“ და სხვა კლინიკები დერეფნებში იღებენ უკვე ანალიზებს, ისეთი ამბავია…“

ნინას ამ პოსტს გამოხმაურება მოჰყვა და წერენ:

„სასწაული ხდება, დასადგომი ადგილი აღარ არის კლინიკებში“

„მთელი ბაკურიანი ჩაწოლილია, თან 7-8 დღე 39-ებით, გადავირიე უკვე!“

„მართლა საჭიროებს მოკვლევას, გარემოს უკიდურესად დაბინძურების ამბავი მგონია მე :((“

„ნოემბერში ლიკოპიდის კურსი ჩავუტარე ჩემსას და დღემდე მშვიდად მოვედით. ჩემ ირგვლივ მსგავსი პრობლემები არც აშშ-ში და არც ევროპაში არავის შექმნია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები