სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა, კიტ ჰარინგტონმა პოპულარულ პოდკასტში The Hidden 20%, მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მსახიობმა თქვა, რომ 2019 წელს, როცა კლინიკაში ალკოჰოლდამოკიდებულებას ებრძოდა, მას ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის დიაგნოზი დაუსვეს.
ჰარინგტონი განმარტავს, რომ ამ დიაგნოზის თავისებურება, მოუსვენრობა და მუდამ ახალი საქმის ძიებაა, რაც მას ძველი საქმის დასრულებისა და კონცენტრირების საშუალებას არ აძლევს. კიტ ჰარინგტონი ამბობს, რომ როლზე კონცენტრირება უჭირს და არ შეუძლია მრავალჯერადი დავალებების შესრულება. როგორც ვარსკვლავი აღნიშნავს, პრობლემები ბავშვობიდან დაეწყო, თუმცა მაშინ ამ დიაგნოზზე არაფერი იცოდა. ჰარინგტონი ჰყვება, რომ პრობლემებთან ბრძოლა მხოლოდ ახლა დაიწყო, როცა შესაბამისი დიაგნოზის შესახებ შეიტყო.
კიტ ჰარინგტონი „თანამედროვე სიყვარულის“ მეორე სეზონში გამოჩნდება