LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილის თარიღი ცნობილია

124

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობების, კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილის თარიღი ცნობილია. ინფორმაცია თავად ჯონ სნოუს როლის შემსრულებელმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ განათავსა: „კიტი და როუზი 2018 წლის 23 ივნისს იქორწინებენ“ – სწორედ ეს სტატუსი ახლავს თან მათ ერთობლივ ფოტოს.

ცნობილია, რომ ცერემონია ტრადიციულ შოტლანდიურ სტილში ჩატარდება – მამაკაცების დრეს-კოდი – კილტი, მუსიკალური გაფორმება – შოტლანდიური სტვირი, მთავარი სასმელი – ვისკი.

ცერემონიას 200-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის „სამეფო კარის თამაშების“ მთელი გადამღები ჯგუფი.

შეგახსენებთ, რომ კიტი და როუზი ერთად 2012 წლიდან არიან. ისინი 2017 წელს დაინიშნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები