LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიტ ჰარინგტონი „თანამედროვე სიყვარულის“ მეორე სეზონში გამოჩნდება

85
page

გასული წლის ოქტომბერში, „ამაზონმა“ სერიალი „თანამედროვე სიყვარული“ (Modern Love) გამოუშვა. იდეა The New York Times-ის სტატიიდან იქნა აღებული, რომელიც სიყვარულისა და ურთიერთობების შესახებაა. თითოეულ ეპიზოდს თავისი რეჟისორი და სცენარისტი ჰყავს, რაც კონკრეტულ  სერიას უფრო დამოუკიდებელს და ინდივიდუალურს ხდის. პირველი სეზონის მთავარ გმირები ენ ჰეთევეი და ენდრიუ სკოტი არიან.

ახლახანს მეორე სეზონის სამსახიობო შემადგენლობა გახდა ცნობილი. ახალ სეზონში „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, კიტ ჰარინგტონი გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ მეორე სეზონის სამსახიობო გუნდი მთლიანად იცვლება. კიტ ჰარინგტონთან ერთად  ლუსი ბოიტონს, კეტრინ გალაჰერს, მინი დრაივერს, ანა პეკუინს ვიხილავთ. მეორე სეზონის პრემიერა ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები