LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ნაითლი საყვარელი ბრენდის ყვავილებიან კაბაში (ფოტო)

kira

კირა ნაითლი ბრიტანული კინოაკადემიის, BAFTA-ს მიერ ორგანიზებულ საღამოს დაესწრო, სადაც შეკრებილ ჟურნალისტებთან და კინომოყვარულებთან საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა. „ცხოვრება ფოტოებში“ ასე ქვია პროექტს, რომელსაც BAFTA უწევს ორგანიზებას და რომელიც ცნობილი ბრიტანელი მსახიობების შემოქმედებას ეძღვნება. ამჯერად ბრიტანული კინოს რჩეული სწორედ კირა ნაითლი გახდა, რომელიც 15 წელია კინოს სამყაროშია.

33 წლის ვარსკვლავი ბრწყინავდა ცნობილი ბრენდის The Vampire’s Wife-ის ყვავილებიან კაბაში. ეს ბრენდი ცნობილი მუსიკოსის, ნიკ კეივის მეუღლის მიერაა შექმნილი და ამ ბრენდის სამოსით მსახიობი აქამდეც არაერთხელ გამოჩენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები