მიუხედავად იმისა, რომ ოსკარების დაჯილდოვების ცერემონია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, მსახიობთა ნაწილს დილიდან მოუწია დაბრუნება გადასაღებ მოედანზე. ამჯერად ნიუ-ორკის ქუჩებში ახალი ფილმის, Collateral Beauty-ის შემოქმედებითი ჯგუფი გამოჩნდა. ფოტოგრაფებმა კირა ნაითლი და ჰელენ მირენი დააფიქსირეს. მსახიობები ფანტასტიურად გამოიყურებოდნენ სამუშაო პროცესში. მათ რამდენჯერმე გამოიცვალეს სამოსი გადაღებების დროს და სხვადასხვა იმიჯით ჩნდებოდნენ მოედანზე.
ფილმი Collateral Beauty რეჟისორ დევიდ ფრანკელის ახალი ფილმია, რომლის ყველაზე გახმაურებული სურათია „ეშმაკს აცვია პრადა“. ახალ ფილმში ნაითლისა და მირენის გარდა მთავარ როლებს ქეით უინსლეტი, უილ სმიტი და ედვარდ ნორტონი ასრულებენ.