კირა ანდრონიკაშვილი ჟურნალ „სარკეს“ თავის საახალწლო ტრადიციას უზიარებს:
„ჩემს შვილებს ახსოვთ, რომ ყოველ ახალ წელს ჩემი ნახელავით ყველაზე გაჭირვებულ ნათესავს ვსტუმრობდი და ვუზიარებდი სანოვაგეს. იქნებ, ყველამ ვიფიქროთ ამაზე, რომ ჩვენ გვერდით ვიღაცას უჭირს, არ აქვს შესაძლებლობა, შვილებს ტკბილეული შეუძინოს ან მარტოხელა მოხუცს შია. გავუნაწილოთ, მივაწოდოთ, შევეწიოთ. ეს ჩვენი ოჯახებისთვის უდიდესი მადლი იქნება…“
ფოტო: სამი თაობა: კირა ანდრონიკაშვილი ულამაზეს შვილიშვილსა და შვილთაშვილთან ერთად